7 ნოემბერს, ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ სამ სტრუქტურულ ერთეულში (ჭალადიდის, შავღელეს და ზუბის საბავშვო ბაღები) სასწავლო პროცესი დაიწყო. შავღელეს ბაღში გაფართოვდა სამედიცინო ოთახი; ჭალადიდის ბაღში მოწესრიგდა წყლის სისტემა, სამზარეულო და სურსათის შესანახი ოთახი; ზუბის საბავშვო ბაღში შეკეთდა სამზარეულო, სამეცადინო და საძინებელი ოთახები. საბავშვო ბაღებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.