29 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტაციაში სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან არსებული აბაშის, ზუგდიდის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, ქალაქ ზუგდიდისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტთა სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი ლევან შონია უძღვებოდა და სხდომაში მონაწილეობდნენ თვითმმართველი ერთეულების საკრებულოს თავმჯდომარეები და გამგებლები, მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ე. ჯობავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მ. ქარდავა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გ. ქაჯაია.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტაციაში სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან არსებული აბაშის, ზუგდიდის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, ქალაქ ზუგდიდისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტთა სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
(მომხსენებელი: ლ. შონია - სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი)
2. რეგიონული განვითარების სტრატეგიების სამოქმედო გეგმების შემუშავების სახელმძღვანელოს გაცნობა.
(მომხსენებელი: გ. წაქაძე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი)
თანამომხსენებელი: ო. კონჯარია - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და და დეცენტრალიზაციის სამმართველოს უფროსი)
3. რეგიონული განვითარების სამოქმედო გეგმის სამუშაო ჯგუფების ფორმირება (დამტკიცება)
(მომხსენებელი: ლ. შონია - სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი)