14 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის
მიერ მოსმენილ იქნა კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ანგარიში, სამსახურის ხელმძღვანელმა ელისო კვიკვინიამ, ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ ხელმძღვანელმა ეკა ხასიამ, ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ- საგანმანათლებლო საზოგადოებრივიცენტრი“ს ხელმძღვანელმა კობა კობახიძემ და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთი“ს დირექტორმა ბორის ბერაიამ ისაუბრეს 2022 წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობაზე.
კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მუშაობა კომისიის მიერ შეფასდა დადებითად.