13 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ საკრებულოს სხდომათა დარბაზში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართეს, სადაც შეხვედრის მონაწილეებს გამგებელმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ. ამასთან აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან ამ პროექტის ფარგლებში სერიოზული მუშაობა იქნება მომავალშიც განხორციელებული. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან ოფიციალური განცხადებაც იქნა გაკეთებული, სადაც მან ისაუბრა, რომ ხობის მუნიციპალიტეტს ბიუჯეტის 100% ათვისება აქვს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ხვნის სამუშაოების მიმდინარეობაზე. შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ ქალაქ ხობში მცხოვრებ აბესალობ (ბესო) აბურჯანიას სასწრაფოდ სჭირდება ღვიძლის გადანერგვა და შესაძლებლობის ფარგლებში მოუწოდეს დახმარებისკენ დამსწრე საზოგადოებას, რაზედაც ლიბერთი ბანკში გახსნილია სპეციალური ანგარიში: ანგარიშის მფლობელი: აბესალომ აბურჯანია ანგარიშის ნომერი: GE70LB0288870150744885 მიმღები ბანკის დასახელება: ს.ს. “ლიბერთი ბანკი“