საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გამართა.
შეხვედრას უძღვებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ხამაშურიძე და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონში ანა ცანავა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.