2016 წლის 31იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით ქალაქ თბილისში ჩატარდა საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში 9, 11 და 13 წლის ჭაბუკებსა და გოგონათა შორის, სადაც მონაწილეობა მიიღო, წარმატებით იასპარეზა და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის სასპორტო სკოლის ჭადრაკის ჯგუფისა და ხობის N2 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლემ ლიკა ჭანტურიამ (მწვრთნელ-მასწავლებელი ი. გეთია).
გამარჯვებულ მოჭადრაკეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცა დიპლომი, მედალი და საგზური რუმინეთის ქალაქ იასში,სადაც გაიმართება მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატი.