4–5 აპრილს, ქობულეთში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარისა და გურიის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საკრებულოს ტიპური რეგლამენტი და შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები მისი საბოლოო რედაქციისთვის.
საინფორმაციო - საკონსულტაციო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა ლელა შამათავამ და საკრებულოს აპარატის იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა იურიდიულ საკითხებში თეზირი კვარაცხელიამ.
პროექტის მიზანია საკრებულოების ინსტიტუციური გაძლიერება, მათი საქმიანობის ეფექტიანობის ზრდა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
ინიციატივას ახორციელებს თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი – სიპისი (CPC), სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო-ის მხარდაჭერით და პარტნიორ ორგანიზაციასთან საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) თანამშრომლობით.