27 აპრილს ხობის კულტურის სახლში საპროდიუსერო კომპანია „ჯადოსნური ხმების“ (პროდიუსერი თამაზ ქაჯაია) და ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი „ძალა ერთობაშია“ 6 წლის, ცერებრალური დამბლით დაავადებულ მარიამ ადონიას დასახმარებლად. კონცერტში მონაწილეობდნენ ქართული ესტრადის ცნობილი შემსრულებლები: ანსამბლ „ივერიის“ სოლისტები: ვახტანგ ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი და თემურ წიკლაური; ნუგზარ ერგემლიძე, ზურაბ კობეშავიძე, ბესიკ კალანდაძე, მაკა ქაჯაია, ბიძინა მახარაძე, ხალხური ცეკვის ანსამბლი „კოლხიდა“ (ხელმძღვანელი ირაკლი ჩიტაია) და ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების აღსაზრდელები.
მარიამ ადონიას დასახმარებლად მის პირად ანგარიშზე, არაერთმა ქველმოქმედმა ადამიანმა, კონცერტის მონაწილეებმა და ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოლიდური თანხა გაიღეს, ხოლო ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას გადაწყვეტილებით მ. ადონიას სრულად დაუფინანსდება სარეაბილიტაციო კურსი.