11-14 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში ხობის მუნიციპალიტეტის სასკოლო გუნდური ჩემპიონატი გაიმართა ჭადრაკში. ტურნირში ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოჭადრაკეთა ოცი გუნდი მონაწილეობდა.
I ადგილი - შუა ხორგისსაჯარო სკოლამ დაიკავა, II ადგილზე ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, ხოლო III ადგილი - სკოლა “არეა“მ დაიკავა.
გამარჯვებული და პრიზიორი სკოლების გუნდები თასებით და მედლებით დაჯილდოვდნენ.
ფინალურ შეხვედრებს და დაჯილდოების ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ანა არაბული და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.