ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული საჯარო სკოლების გუნდები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი თასებით, სიგელებით და სპორტული ფორმებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, მერის მოადგილედავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული გუნდები რეგიონულ პირველობაში მიიღებენ მონაწილეობას.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ დაფინანსებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.