7 ოქტომბერს, ქალაქ ხობში, სტარტი აიღო სასკოლო სპორტულმა ოლიმპიადამ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით, რომლის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტში ჩაბმა და სასკოლო სპორტის ხელშეწყობა. სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით ხორციელდება. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია.