ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის მცირე დარბაზში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
მუნიციპალურთამაშებში გამარჯვებული ახალსოფლის, ახალი ხიბულის N1, ახალი ხიბულის N2, ჭალადიდის, ქალაქ ხობის N1, ქალაქ ხობის N2, პირველი მაისის, პატარა ფოთის, შუა ხორგის, ხეთის და საჯიჯაოს საჯარო სკოლების გუნდები სპორტული ფორმებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული გუნდები რეგიონულ პირველობაში მიიღებენ მონაწილეობას.