17 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთან ერთად შეხვდა შუა ხორგის მოსახლეობას და მათ სასოფლო-სამეურნეო ხვნის ბარათები გადასცა, ამასთან გააცნო ინფორმაცია პროექტის მოქმედების ინსტრუქციის შესახებ, მისი განმარტებით აღნიშნული პროექტი უკვე მესამე წელია ხორციელდება, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის აღორძინება და მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობა.
სასოფლო-სამეურნეო ხვნის ბარათები ნოჯიხევისა და ხობის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას გადასცეს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავამ და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან ქავთარაძემ.