19 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობისა და კრივის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ სექციებს გადასცეს 13 სახეობის სპორტული ინვენტარი.