ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ მიერ, სასპორტო სკოლის ძიუდოს, კარატეს, კრივის, ბერძნულ-რომაული ჭიდაობისა და რაგბის ჯგუფებისთვის შეძენილ იქნა 3600 ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარი.
ხელშეკრულება გაფორმებულია და უახლოეს დღეებში ხობელ მორაგბეთა გუნდი, დამატებით, 880 ლარის ღირებულების ფორმას მიიღებს.