8 ივნისს, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭადრების ხეივანში, ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა კონცერტი „ყვავილების მეჯლისი“. მეჯლისის მონაწილეები მაყურებელთა წინაშე ლამაზი კოსტუმებითა და მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ , ასევე მოეწყო ხალხური ყოფისა და რეწვის ნიმუშების, ნახატების, ხეზე კვეთის ნიმუშების და ფერწერული ტილოების გამოფენა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.