1 ივნისი ბავშვთა საერთაშორისო დღე ქ. ხობში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა. კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე (ჭადრების ხეივანში) ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით საზეიმო კონცერტი „ყვავილების მეჯლისი“ გაიმართა. ახალგაზრდა შემსრულებლები მაყურებელთა წინაშე ლამაზი კოსტუმებითა და მხიარული ნომრებით წარსდგნენ. მათმა შესრულებულმა წარმოდგენებმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებთან ერთდ ესწრებოდნენ.