28 აგვისტოს მართლმადიდებელი ქრისტიანები ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავენ, მათ შორის ჩვენს მუნიციპალიტეტშიც. ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა აღავლინა. საზეიმო წირვა-ლოცვას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ხარჩილავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მრველთან ერთად დაესწრნენ.