2015 წლის მარტიდან ხობის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის ინიციატივით დაიწყო ბავშვთა კონტიგენტის ლაბორატორიული გამოკვლევები პარაზიტულ ჭიებზე. უკვე გამოკვლეულია ხეთის, პირველი მაისის, ბიის, სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელები. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სამუშაო გეგმის მიხედვით კვლევები პერიოდულად გაგრძელდება მუნიციპალიტეტის სხვა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებშიც.