ახალი კორონა ვირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უსაფრთხოების ნორმების დასაცავად, ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებს, ბიზნესმენებმა გიორგი გვასალიამ და ირაკლი წულეისკირმა, პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო აღჭურვილობა გადასცეს. თერმო სკრინინგის აპარატების, ხალათების, პირბადეების, სათვალეებისა და სადეზინფექციო საშუალებების გადაცემის პროცესს დაესწრნენ და ბიზნესმენებს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ (ნუკრი) ხასიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა მამაცაშვილმა.