28 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ხობის თედო სახოკიას სახელობის ბიბლიოთეკაში გაიმართა მწერალი, მეცნიერი მთარგმნელის როსტომ ჩხეიძის საჯარო სემინარი თემაზე თედო სახოკიას ბიოგრაფიული რომანები.
მომხსენებლის მიერ წარმოჩენილი იყო მთარგმნელი, ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფის თ. სახოკიას ცხოვრებისეული მოღვაწეობა.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა სტუმრებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ.