20 ნოემბერს ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის“ საკითხებზე საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მეწარმეებს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობაზე. სააგენტოს რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ისაუბრეს სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე, პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე. გაიმართა დისკუსია. მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს საზოგადოების, მათ შორის ფერმერების ინფორმირებულობის გაზრდას სურსათის უვნებლობის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ და კომუნიკაციის გააქტიურებას სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და მოქალაქეებს შორის.