ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით ბერაია, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია და ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია ჭადრაკში 14 წლის გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონს, ხოლო16 წლის გოგონათა შორის საქართველოს ვიცე-ჩემპიონს დიანა ლომაიას შეხვდნენ, გამარჯვება მიულოცეს და მომავალი წარმატებები უსურვეს მას.
დიანა ლომაიამ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურთან (საბერძნეთი, 19-31 ოქტომბერი) ერთად ევროპის ჩემპიონატის საგზურიც (ლატვია, 19-30 აგვისტო) მოიპოვა.