ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნიასთან და საკრებულოს ბიუროს სხვა წევრებთან ერთად წარმატებულ ხობელ სპორტსმენებს: ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, 15 და 17 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონს, ვახტანგ ლოლუას და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ოქროს მედალოსანს, მოკრივე დიმა ქაჯაიას, მწვრთნელებთან ერთად შეხვდა. ლევან ქავთარაძემ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს საკრებულოს სახელით სიმბოლური საჩუქრები გადასცა და მადლობა გადაუხადა მიღწეული წარმატებებისთვისა და ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენისთვის.