9 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს გამგებლის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც განხილულ იქნა საკითხი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქარის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის - თხილის მოსავლის განადგურების თაობაზე.