ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის წევრთან, ფრაქცია“ ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატები“-ს თავმჯდომარესთან გია ჟორჟოლიანთან. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია და გენდერულ საკითხებში პასუხისმგებელი პირი თამუნა სიჭინავა ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ აქტიურ ქალბატონებთან და საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებთან ერთად ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს პარტია „ სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ მიერ შემუშავებულ საპენსიო რეფორმაზე, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქალები სამართლიანობისთვის“ ხობის მუნიციპალიტეტში 5 სტრუქტურული ერთეული სახელწოდებით „ქალთა სახლები“ დააფუძნა, რომელშიც ერთიანდებიან სოფლად მცხოვრები ქალები, რომლებიც მოხალისეობრივად იმუშავებენ სოფლის და კერძო პრობლემებზე.