ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია, საერთაშორისო მართლმადიდებლური ქრისტიანული მოწყალების (IOCC) ორგანიზაციის საქართველოს ფილიალის წარმომადგენლებს და ორგანიზაციის კონსულტანტს დრაგან ტერზიჩს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს ორგანიზაციის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე, როგორც IOCC-ის წარმომადგენლება აღნიშნეს, მათი ინტერესის სფეროს ხობის მუნიციპალიტეტიც წარმოადგენს და ისინი მზად არიან ახლო მომავალში სოფლის მეურნეობის მიმართულებით განახორცილონ მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტი.