18 მაისს, ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო სახის შეხვედრა თემაზე „იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზებული მოსახლეობისთვის“ სახელწოდებით.
იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია სამსახურის სერვისების შესახებ, ასევე ისაუბრა არასრულწოლოვანთა მართლმსაჯულებაზე, შშმ პირთა უფლებებზე, დასასრულს გაიმართა პარალეგალების პროექტის პრეზენტაცია.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.