საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ- საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომლებს შეხვდნენ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ისაუბრეს ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე, საუბარი შეეხო კულტურის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.