3 ივნისს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის და სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ წარმომადგენლებმა, ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, „მობილური ექსტენცია რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურისა და შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო სახის შეხვედრები გამართეს. შეხვედრებზე ფერმერებს კონსულტაცია გაეწიათ შემდეგ საკითხებზე:
1. მესაქონლეობა : ვეტერინარიის საკითხები, ჯიშთა გაუმჯობესება, საქონლის გამოკვება;
2. თხილის მავნებლები და მათთან ბრძოლა, სუბტროპიკული კულტურების მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლა;
3. მეფუტკრეობა: ფუტკრის მოვლა-შენახვის თანამედროვე მეთოდები. დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
ასევე, ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა ფერმერებს მიაწოდეს ინფორმაცია სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროგრამებსა და პროექტებზე. მონაწილეებს დაურიგდათ გაზეთები და საინფორმაციო ბუკლეტები.
გასვლითი ტურები პერიოდულად საქართველოს ყველა რეგიონში იმართება და მისი მიზანია საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება და აგრარულ სფეროში დასაქმებულთა ცოდნის ამაღლება.