საკრებულოს სხდომათა დარბაზში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ წარმომადგენლებს, ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს შეხვდნენ, სადაც შეაჯამეს გასული წლის პერიოდი, განიხილეს კლუბში არსებული მგომარეობა და ფინანსური პრობლემები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საბოლოოდ შეჯერდნენ კლუბში არსებული პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობებზე და დაისახეს სამომავლო გეგმები.