2 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საფინანსო- სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ტარიელ ალექსანდრიამ, ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გოჩა სიჭინავამ, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ და გამგებლის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ საინტერესო და საქმიანი შეხვედრა გამართეს ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ მწვრთნელ-ფეხბურთელებთან, შეხვედრა შედგა კლუბის საწვრთნელ ბაზაში. მათ დაათვალიერეს ს.კ „კოლხეთის“ სამწვრთნელო ბაზაში ახლად გახსნილი ფეხბურთელთა და მსაჯთა გასახდელი ოთახები და დასასრულს „კოლხეთის“ ფეხბურთელებს სათამაშო სპორტული ფორმის კომპლექტი გადასცეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ სიტყვით მიმართა ს.კ „კოლხეთის“ წევრებს და პირობა აღუთქვა, საკრებულო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ს.კ „კოლხეთი“ იყოს N1 წარმატებული სპორტული კლუბი მუნიციპალიტეტში. ადგილობრივი ბიუჯეტის დახმარებით ს.კ „კოლხეთი“ 2 კვირიან შეკრებით - წვრთნებზე გაემგზავრება დაბა კურორტ ურეკში, სადაც რამოდენიმე ამხანაგურ თამაშებსაც გამართავს.
მთავარმა მწვრთნელმა გია გურულმა და ფეხბურთელებმა ხობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს გაწეული მხარდაჭერისთვის და პირობა მისცეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ გუნდის წარმატებითვის.