ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა თამთა ალანიამ.
შეხვედრის მიზანი იყო გენდერული თანასწორობის და გენდერული მეინსტრიმინგის მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების შეფასება.