4 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ეგიდით, საკრებულოს სხდომათა დარბაზში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა, ანა სალდაძემ, ლევან პაპავამ და თამთა ალანიამ გამართეს შეხვედრა თემაზე „სექსუალური შევიწროების არსი, პრევენცია და რეაგირების მექანიზმები.“ მომხსენებელმა ანა სალდაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია მუნიციპალურ დონეზე სექსუალური ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების შესახებ.
შეხვედრასსაკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
შეხვედრა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა.