USAID/Georgia-ს და USAD HICD-ის ადამიანური და ინსტიტუციური განვითარების ცენტრის მიერ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამი მუნიციპალიტეტისათვის
ხორციელდება სტრატეგიული დაგეგმვის 6-თვიანი ჯგუფური ქოუჩინგ სესიები. მონაწილე ორგანიზაციები შეიმუშავებენ მათ საჭიროებებზე მორგებულ ერთ საკომუნიკაციო სტრატეგიასა და ორ შესაბამის სამოქმედო გეგმას. შედეგად, გაუმჯობესდება კომუნიკაციებისა და მენეჯმენტის უნარები რათა სწრაფად ცვალებად საინფორმაციო გარემოში ადგილობრივმა თვითმმართველობებმაშეძლონ დასახული საკომუნიკაციო მიზნებისა და ამოცანების ეფექტიანი განხორციელება.
აღნიშნული პროექტის ფარბლებში, ზუგდიდში გამართულ პირველ ჯგუფურ სესიას, რომელსაც გაცნობითი ხასიათი ჰქონდა, ხობის, სენაკისა და ფოთის თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრნენ.