ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრის ირაკლი (დაჩი) ბერაიას ბიუროს ხელმძღვანელი პაატა ბერაია ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგნელებთან ერთად შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ. საკრებულოს თავმჯდომარემ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, რომ საკრებულოს მიერ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2018 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადებებს შორის მოწონებულ იქნა შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გამოღმა შუა ხორგაში სამ კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ წინადადება.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში 2018 წელს დაგეგმილი სამუშაოები, მთლიანად მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებითაა შემუშავებული.