6 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, ხობელ სპორტსმენებს და მწვრთნელ-მასწავლებლებს შეხვდნენ. ბიჭები 3-4 მარტს 2017 წლის საქართველოს ჩემპიონატზე იღებდნენ მონაწილეობას, სადაც საკმაოდ წარმატებით იასპარეზეს და სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. 2017 წლის საქართველოს ჩემპიონის ტიტული ახალგაზრდებს შორის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 55 კგ წონით კატეგორიში ნუგზარ წურწუმიამ მოიპოვა, ხოლო ამავე სახეობაში 60 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფოლობელი ჯონი ხეცურიანი გახდა. საქართველოს პირველობაზე კრივში 52 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა ბაკურ ჩიქოვანმა, ხოლო ბრინჯაოს მედალოსნები დათა შამათავა (66 კგ) და ნიკა ჯაკონია (63 კგ) გახდნენ. საკრებულოს თავმჯდომარემ ე. ჯობავამ და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დ. გაბუნიამ ნორჩ სპორტსმენებს მიულოცეს მიღწეული გამარჯვება და შემდგომი წარმატებებები უსურვეს მათ.