3 ნოემბერს ქალაქ ხობის N2 საბავშვო ბაღში შემოდგომის ფესტივალი გაიმართა, ლამაზ კოსტიუმებში გამოწყობილმა პატარებმა შემოდგომის თემატიკაზე საინტერესო და ორიგინალური ნომრები წარმოადგინეს. ღონისძიებაზე შესრულდა სიმღერები, ასევე სხვა და სხვა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ნომრები. ზეიმს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.