21 დეკემბერს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე პროექტ თვით რაგბის (ქუჩის რაგბის) ფარგლებში გაიმართა შევერდა სამეგრელო ზემი-სვანეთის რეგიონის ნორჩ მორაგბეებთან. შეხვედრაზე მოქმედმა და ვეტერანმა მორაგბეები, მათ შორის ბორჯღალოსნებმა ხობის, მარტვილის და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ბავშვთა გუნდებს ქუჩის რაგბის წესები გააცნეს, გამოცდილმა მორაგბეებმა თავადაც იბურთავეს, რის შემდეგაც თამაშში ადგილობრივებიც ჩაერთვნენ.
სტუმრებმა ნორჩ მორაგბეებს საჩუქრად ბურთები გადასცეს.
ღონისძიებას საქართველოს რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების მენეჯერი სიმონ მაისურაძე, საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია ესწრებოდნენ.