30 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონკურსო კომისიის მიერ 2023 წლის 8 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის გენდერულ საკითხებში პოზიციაზე, გამოცხადებული შიდა კონკურსის ფარგლებში, გაიმართა კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება. შიდა კონკურსზე დარეგისტრირდა 4 განაცხადი, დოკუმენტაციის გადარჩევის საფუძველზე მომდენო ეტაპზე გადავიდა 1 კანდიდატი, გასაუბრებაზე გამოცხადდა 1 კანდიდატი. შიდა კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის შედეგების შეჯამებისა და საბოლოო შედეგების დამტკიცებისთანავე.