„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „ფიგარო“ (რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოეყო თანხა 1000000 აშშ დოლარი) ხობის მუნიციპალიტეტში განახორციელებს საწარმოს მშენებლობას, სადაც წარმოებაში იქნება (ბლოკის მოსაპირკეთებელი ფილების, მშრალი სამშენებლო მასალების, ნარგავების წარმოება). 11 მაისს აღნიშნული საწარმოს მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ტარიელ ალექსანდრიამ და ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გოჩა სიჭინავამ. საწარმოს გახსნა უახლოეს მომავალში იგეგმება