ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონისა და ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
ორივე სკოლის პროექტი მოსწავლეთა და პედაგოგთა ოთახების, ღია ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედნების, ლაბორატორიის, ბიბლიოთეკა-წიგნსაცავის, ექიმის კაბინეტის, კვების ბლოკის, სპორტული დარბაზის და რეკრეაციული ზოლის მოწყობას ითვალისწინებს.
სკოლების რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, მერის მოადგილე დავით ბერაია,საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავჯდომარე ლევან ლიპარტია გაეცნენ.