15 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო! მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 305 პირველკლასელი ჩაირიცხა. პირველკლასელებს სახელმწიფოსგან საჩუქრად პორტაბელური კომპიუტერები (ბუკები) გადაეცათ.
მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, მერმა დავით ბუკიამ და მერის მოადგილემ დავით ბერაიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.