15 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 238 პირველკლასელ მოსწავლეს სახელმწიფოსგან საჩუქრად პორტატულიკომპიუტერი (ნეტ-ბუკი) და წიგნების სრული კომპლექტი გადაეცა.
მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, მერმა დავით ბუკიამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ანა არაბულმა მიულოცეს.
ტრადიციულად ხობის წმინდა სამების სახლეობის ტაძრის წინამძღვარმა კირიონ დარასელიამ პირველკლასელები დალოცა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ.