ხობის მუნიციპალიტეტის სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა.
კურსდამთავრებულები დღეიდან ცხოვრების ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდნენ. მათთვის ახალი ურთიერთობების, ცოდნის შეძენის, საკუთარი თავის რეალიზების უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება.
მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, მერმა დავით ბუკიამ, მერის მოადგილემ დავით ბერაიამ და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ანა არაბულმა მიულოცეს.