ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სკოპინგის ანგარიშის (პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და აღნიშნული ინფორმაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს) საჯარო განხილვა გაიმართა.
მომხსენებელმა პროექტის ტექნიკურ მონაცემებზე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიაზე და ჩასატარებელი საბაზისო/საძიებო კვლევების შესახებ ისაუბრა.
ანგარიშის განხილვას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნავთობის და გაზის რესურსების V სალიცენზიო ბლოკზე, (ტერიტორიულად მოიცავს წალენჯიხის, მესტიის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ცაგერის, ხონის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, აბაშის, სამტრედიის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ლენტეხის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს და ქ. ფოთს) შპს „WEST GULF PETROLIUM ENGINEERING COMPANY LTD“ სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მინიმალური სამუშაო პროგრამის (პირველ ეტაპზე ნავთობის და გაზის ოპერაციები იგეგმება ხობის (ჭალადიდი) და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე) შესრულებამდე ვალდებულია მოამზადოს V სალიცენზიო ბლოკის ტერიტორიის „გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში“.
პროექტის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:
https://drive.google.com/…/1YseJ0pCO6CCzN58BLi3pcA35E2exO7uy