ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საქირიოში გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტი მთავრობის მიერ მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გამოყოფილი თანხიდან ხორციელდება.
სოფელ საქირიოში მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერი დავით ბუკია და მერის პირველ მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ.