28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წინაგოლაში, საცხენოსნო შეჯიბრების ერთ-ერთი უძველესი სახეობა ,,მარულა" გაიმართა, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის, ლექსო ჭითანავას ხსოვნას მიეძღვნა. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მოწვეულმა ცხენოსნებმა. საცხენოსნო შეჯიბრება გაიმართა ერთ-ერთ ტრადიციულ სახეობაში- მარულა, სადაც 2 და 6 კილომეტრ მანძილზე ჯირითში ჩენპიონი გახდა ჯანო მამფორია (ერგეტა- ზუგდიდი) 4კილომეტრიან მანძილზე ჩემპიონის ტიტული ხეთელმა ბეჟან არაჰამიამ მოიპოვა,
ხოლო 8 კილომეტრიან მანძილზე პირველობა და ჩემპიონის ტიტული მალხაზ აბშილავამ(სოფ. ორულუ)მოიპოვა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილე დავით ბერაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი, ლაშა გვასალია, მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.
საცხენოსნო ტურნირი ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა, გამარჯვებულებს თასები და სიგელები გადაეცათ.