არასამთავრობო ორგანიზაცია „სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს“ დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა საბავშვო ბაღის შენობის ფანჯრების გამოცვლა, მოწესრიგდა სველი წერტილები, ხოლო სოფლად სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების მიზნით კერძო საცხოვრებელ სახლებში დამონტაჟდა თანამედროვე სისტემები.
პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები 2 ნოემბერს დაათვალიერეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გოჩა სიჭინავამ და არასამთავრობო ორგანიზაცია „სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს“ დირექტორმა როსტომ გამისონიამ.