ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარეობს სასაფლაოსა და ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვის სამუშაოები, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 75432.74 ლარს შეადგენს.
სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი.